თავში

ბოლტონის შემცვლელად 10 კანდიდატურა განიხილება

​ბოლტონის შემცვლელად 10 კანდიდატურა განიხილება
ბოლტონის შემცვლელად 10 კანდიდატურა განიხილება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე 10 კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯონ ბოლტონის შემცვლელად განიხილებიან: 

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკი;

აშშ-ს თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორი რიკი უოდელი;

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სტივენ ბიგანი;

ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს ხელმძღვანელის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში რობი ბლერი;

აშშ-ს ელჩი გერმანიაში რიჩარდ გრენელი;

აშშ-ს ელჩი ნიდერლანდებში პიტ ჰუკსტრა;

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში კიტ კელოგი;

აშშ-ს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი;

აშშ-ს თავდაცვის ძალების გენერალი ჯეკ კინი;

ჯონ ბოლტონის შტაბის ყოფილი უფროსი ფრედერიკ ფლეიცი.

აშშ-ს პრეზიდენტი მრჩეველს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მომავალ კვირას დანიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system