თავში

"ბორატის" გაგრძელება Amazon-მა იყიდა

​"ბორატის" გაგრძელება Amazon-მა იყიდა

კომპანიამ Amazon "ბორატის" გაგრძელებაზე უფლებები იყიდა. მაყურებელი მას 2020 წლის ბოლომდე ნახავს. ფილმის შემქმნელი, საშა ბარონ კოენი, რომელიც სურათში მთავარ როლს ასრულებს, ითხოვდა, რომ პრემიერა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართულიყო.

სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ფილმი აშშ-ის მთავარ პოლიტიკურ მოვლენასთან პირდაპირ კავშირში იქნება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფილმის სრული სახელწოდებაა: "ბორატი: საჩუქარი ვიცე-პრემიერ მაიკლ პენსს პორნოგრაფიული მაიმუნისგან ყაზახეთის ცოტა ხნის წინ შემცირებული ერის სასარგებლოდ".

ფილმში "ბორატი", რომელიც 2006 წელს გამოვიდა, ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა. მოქმედება ასე ვითარდება: ყაზახეთის მკვიდრი აშშ-ში მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის შესახებ რეპორტაჟის გადასაღებად ჩადის. ამერიკელების უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ ფილმში მონაწილეობდა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რაც საკუთარი თავი ეკრანზე ნახეს.

ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system