თავში

ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობს
ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

„ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. იწყება მუშაობა, ძალადობასა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დასაწესებლად", - წერს ბორელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 80,1% - ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი ხმათა 10,12% მიიღო.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system