თავში

ბორელი: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას

ბორელი: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას
ბორელი: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლას განცხადებით ეხმაურება.

„ევროკავშირი უმკაცრესი ფორმით გმობს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. გერმანიის სპეციალიზებული სამხედრო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ბატონი ნავალნი მოწამლეს საბჭოთა კავშირის და მოგვიანებით რუსეთის მიერ განვითარებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო დონის ქიმიური ნივთიერებით, ნერვული აგენტით. ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ვითარებაში ყოვლად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
აუცილებელია, რუსეთის მთავრობამ ზედმიწევნით და გამჭვირვალედ გამოიძიოს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობა. ალექსეი ნავალნის საქმე გაუხსნელი არ უნდა დარჩეს. პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ევროკავშირი ყურადღებით აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე დაკვირვებას და განიხილავს შესაძლო შედეგებს,“
- აცხადებს ჟოზეპ ბორელი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system