თავში

ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ბრექსიტის გადადების შესახებ ორი წერილი გაგზავნა

ჯონსონმა ევროკავშირში ბრექსიტის გადადების შესახებ ორი წერილი გაგზავნა
ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ბრექსიტის გადადების შესახებ ორი წერილი გაგზავნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ორი წერილი გაგზავნა. აქედან ერთი, რომელიც ბრექსიტის გადადებას 2020 წლის 31 იანვრამდე ითხოვს - ხელმოუწერელია. მეორე წერილში კი ჯონსონი აღნიშნავს, რომ პროცესის შეჩერება შეცდომა იქნება.

თემთა პალატამ ევროკავშირთან შეთანხმება დაიწუნა. შედეგად, პრემიერ-მინისტრს კანონი ავალდებულებს ბრექსიტის გადადება მოითხოვოს. თუმცა, ჯონსონი ამ შინაარსს არ ემხრობა. აქამდე არსებული შეთანხმებით ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ლონდონიდან წერილი მიიღო და საპასუხო ნაბიჯებზე კონსულტაციას ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system