თავში

ბორის ჯონსონი ბოდიშს არ მოიხდის

ბორის ჯონსონი ბოდიშს არ მოიხდის
ბორის ჯონსონი ბოდიშს არ მოიხდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მზრუნველობამოკლებულ სახლებში კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო ბოდიშს არ მოიხდის. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგიერთმა თავშესაფარმა არ დაიცვა მითითებული ზომები, უგულებელყო პროცედურები, რომლებიც კოროვირუსის გავრცელების შესაჩერებლად იყო შემუშავებული.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირდა და მოსთხოვა, რომ თავშესაფრის მომვლელთათვის ბოდიში მოეხადა.

"მე არ ვადანაშაულებ თავშესაფრის მომვლელებს, სინამდვილეში ეს არის ის, რომ ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ადრე არ ვიცოდით", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ შეხვედრაზე კითხვას, თუ რატომ არის მზრუნველობამოკლებულ თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი, ასე უპასუხა: ”ჩვენ ძალიან ბევრი სახლი აღმოვაჩინეთ, რომლებიც პროცედურებს ისე არ იცავენ, როგორც საჭიროა”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system