თავში

ბორის ჯონსონი COVID-19-ის ახალი სახეობის გამო საგანგებო შეხვედრას მართავს

ბორის ჯონსონი COVID-19-ის ახალი სახეობის გამო საგანგებო შეხვედრას მართ
ბორის ჯონსონი COVID-19-ის ახალი სახეობის გამო საგანგებო შეხვედრას მართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, 19 დეკემბერს, კორონავირუსის ახალ სახეობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

დიდი ბრიტანეთის ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, კრის უიტის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ახალი წლისა და შობის პერიოდში სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

ამ დროისათვის ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. საბოლოო პასუხი ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system