თავში

ბორის ჯონსონი: ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევისგან ჯერ შორს ვართ

ბორის ჯონსონი: ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევისგან ჯერ შორს
ბორის ჯონსონი: ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევისგან ჯერ შორს ვართ

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოზიციები "ბრექსიტის" შემდგომი თანამშრომლობის პირობებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან ჯერ კიდევ ძალიან განსხვავდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებების მისაღწევად და პროგრესის მისაღწევად, სადაც ეს შესაძლებელია. როგორც მე ვთქვი, გარიგება შესაძლებელია, თუ ჩვენს პარტნიორებს სურთ ამის დადება. თუმცა, საკვანძო საკითხებზე ჩვენი პოზიციები ჯერ კიდევ ძალიან განსხვავებულია", - აცხადებს ჯონსონი. 

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ის ფიქრობს, რომ უფრო ლოგიკური გამოსავალი ევროკავშირთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის  წესების შესაბამისად ვაჭრობაა. 

”ზოგიერთ გადამწყვეტ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები ჯერ კიდევ არ ემთხვევა. ახლა ყველაზე სავარაუდოა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებისთვის მოვემზადოთ”,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას გარკვეული პოლიტიკური წინსვლის და არის თუ არა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ საკითხის მიმართ უფრო ოპტიმისტურად განწყობილი, ბორის ჯონსონმა უპასუხა: ”თუ ურსულა ოპტიმისტურად არის განწყობილი, ეს შესანიშნავია. მაგრამ, როგორც ვხედავ, არსებობს სერიოზული და ძალიან, ძალიან რთული საკითხები, რომლებიც ამჟამად დიდ ბრიტანეთს ევროკავშირისგან აშორებს”.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ, რომ "ბრექსიტის" შემდგომი ეკონომიკური შეთანხმების მიღწევის ვადას, რომელიც დღეს იწურება, კვლავ გაახანგრძლივებენ. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ბრექსიტის შეთანხმების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ისევ დაემორჩილოს ევროკავშირის კანონებს, თუმცა მათ მიღებაზე აღარანაირი გავლენა აღარ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system