თავში

ბორის ჯონსონი მუშაობას დღეიდან განაახლებს - განახლებულია

​ბორის ჯონსონი მუშაობას დღეიდან განაახლებს
ბორის ჯონსონი მუშაობას დღეიდან განაახლებს - განახლებულია

ბორის ჯონსონმა მუშაობა განაახლა

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი სამუშაოს დაუბრუნდა და ბრიტანელებს ხანგრძლივი არყოფნის გამო ბოდიში მოუხადა.

"ბოდიშს ვიხდი, რომ სამუშაო იმაზე მეტი ხნით გავაცდინე, ვიდრე მსურდა", - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემია დიდი ბრიტანეთისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა ინფიცირების პიკია. შემზღუდავი ზომების შემსუბუქებაზე მას არ უსაუბრია.

10:06 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მინისტრთა კაბინეტს უბრუნდება. კორონავირუსით მძიმე ავადმყოფობიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის უკვე ეწვია დაუნინგ სთრითს. მუშაობას ჯონსონი ოფიციალურად დღეიდან გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. პრემიერი მზად არის, ქვეყნის მართვის სადავეები ისევ ხელში აიღოს. მინისტრთა კაბინეტი მისგან კორონავირუსით ბლოკირებული ქვეყნის შემსუბუქების გეგმას ელოდება.

ბრიტანეთის კორონავირუსით დაინფიცირებული პრემიერი წმინდა ტომასის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა. ერთი კვირის განმავლობაში იგი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ბორის ჯონსონმა რეაბილიტაციის კურსს ქალაქგარეთ რეზიდენციაში გაიარა.

ამ ხნის განმავლობაში პრემიერის მოვალეობას ქვეყანაში სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი ასრულებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system