თავში

ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია - განახლებულია

ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია
ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია  - განახლებულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს რეანიმაციულ განყოფილებაში მეორე დღის გატარება მოუწია. იგი მკურნალობას ლონდონის წმინდა თომასის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებლის, დომინიკ რააბის განცხადებით, ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 55 წლის პრემიერი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს.

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, ქვეყნისთვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანა მესამე კვირაა ჩაკეტილია და ის ვირუსის გავრცელების უმწვავეს ფაზაში შედის. დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების 55242 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 6 159, გამოჯანმრთელდა 135 და საავადმყოფოში მკურნალობას 48948 პაციენტი განაგრძობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system