თავში

ბორის ჯონსონი სახელის შეცვლაზე ფიქრობს

​ბორის ჯონსონი სახელის შეცვლაზე ფიქრობს
ბორის ჯონსონი სახელის შეცვლაზე ფიქრობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ქარის ენერგიის ისეთ მოცულობას აწარმოებს, რომ მან სახელი უნდა შეიცვალოს და ჩრდილოეთ ქარის ძველბერძნული ღმერთის პატივსაცემად სახელი ბორეასი (Boreas) დაირქვას.

„როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩვენ ელექტროენერგიის თითქმის 80%-ს ნახშირისგან ვიღებდით; ეს მაჩვენებელი ახლა 2%-ზე ნაკლებია და 2024 წლისთვის მთლიანად გაქრება. ჩვენ ზღვის იმდენ ქარს, ვაწარმოებთ , რომ სახელის შეცვლას ვფიქრობ ჩრდილოეთის ქარის ღმერთის პატივსაცემად - ბორეას ჯონსონი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ბუნების დაცვის პრობლემას და გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

მისი თქმით, თუ კაცობრიობას სურს, ტემპერატურის მომატება შეაჩეროს, აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანა გააქტიურდეს და შეეცადოს, სათბურის გაზების ემისია შეამციროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system