თავში

ბორის ჯონსონის კარიბულ არდადეგებს იძიებენ

​ბორის ჯონსონის კარიბულ არდადეგებს იძიებენ
ბორის ჯონსონის კარიბულ არდადეგებს იძიებენ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის პარლამენტის სტანდარტების კომისარი ბორის ჯონსონის კარიბული არდადეგებით დაინტერესდა. საქმე 2019 წლის საშობაო შვებულებას შეეხება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კარიბის კუნძულებზე გაატარა. არდადეგები 15 000 ფუნტი დაჯდა. კომისარმა უნდა გამოიძიოს, ვინ გადაიხადა შვებულების თანხა და ხომ არ დაირღვა დეპუტატის ქცევის კოდექსი. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

 თემთა პალატის მოთხოვნების თანახმად, ფინანსური მონაცემების რეგისტრაციისას, ყველაფერი კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ უნდა იყო ასახული.

მანამდე ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ დაუნინგ სთრითზე პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის რეზიდენციის რემონტის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო. კომისიამ  განაცხადა, რომ გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვები არსებობს.

ამ ეჭვენზე საუბარი პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა ბრექსითის საკითხებში დომინიკ ქამინგსმა დაიწყო. მან განაცხადა, რომ ჯონსონმა რემონტის ფულის გადამხდელი დონორების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ საიდუმლოდ შენახვა არჩია. ყოფილმა მრჩეველმა ამით პოლიტიკური შემოწირულობის შესახებ სავარაუდო დარღვევებზე გამოთქვა ეჭვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system