თავში

ბორის ჯონსონის მამა პირბადის გამოუყენებლობის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს - PHOTO

ბორის ჯონსონის მამა პირბადის გამოუყენებლობის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს - PHOTO
ბორის ჯონსონის მამა პირბადის გამოუყენებლობის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს - PHOTO

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მამა, სტენლი ჯონსონი მაღაზიაში პირბადის გარეშე დააფიქსირეს და ის შესაძლოა 200 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმონ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მისმა ვაჟმა, ბორის ჯონსონმა გუშინ ბრიტანეთის მოსახლეობას, მთავრობის მიერ დაწესებული მითითებების შესრულებისკენ მოუწოდა.

79 წლის სტენლი ჯონსონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, პანდემიის დროს მოგზაურობის შეზღუდვის მიუხედავად, საბერძნეთში გაფრინდა, ამჟამად პირბადის გარეშე დააფიქსირეს, როდესაც ის ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში გაზეთის საყიდლად მივიდა.

სტენლი ჯონსონმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ის სამი კვირის განმავლობაში ინგლისში არ ყოფილა და ეგონა, რომ პირბადესთან დაკავშირებით რაიმე წესი შეიცვალა.

"უკიდურესად ვწუხვარ ამის გამო, ყველას მოვუწოდებ ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია", - განაცხადა სტენლი ჯონსონმა.

მან ასევე დასძინა, რომ სასჯელი მხოლოდ იმ პირებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც მითითებულ შეზღუდვებს განზრახ არღვევენ.

სტენლი ჯონსონის შემთხვევასთან დაკავშრებით პოლიცია გადაწყვეტს დააჯარიონს ის თუ არა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირბადის არ გამოყენების შემთხევაში ჯარიმის სახით 200 გირვანქა სტერლინგი დააწესა. ასევე პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, ბარის პერსონალისთვის, მაღაზიის მუშაკებისთვის, მიმტანებისა და ტაქსის მგზავრებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system