თავში

ბორის ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

ბორის ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა
ბორის ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

ბორის ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

გამოცემა Reuters-ის ფოტო ჟურნალისტის მიერ გადაღებული სურათების თანახმად, ქამინგსმა პრემიერ-მინისტრის ოფისი, დიდი მუყაოს ყუთით, პარასკევს საღამოს დატოვა.

The Guardian-ის ცნობით, ქამინგსის გადადგომა ხელს შეუწყობს პრემიერ-მინისტრის იმიჯის გაუმჯობესებასა და პარტიაში მყოფ პირებთან ურთიერთობების გამყარებას, ვინაიდან ბოლო პერიოდში ქამინგსმა პოლიტიკოსების დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ოფიციალურად დომინიკ ქამინგსის გადადგომის მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა 2020 წლის დასაწყისში მან განაცხადა, რომ წლის ბოლოს თანამდებობის დატოვებას აპირებდა. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა ქამინგსმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია, რის შემდეგაც მის მიმართ მწვავე კრიტიკა წამოვიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system