თავში

ბორის ჯონსონის ტელეფონის ნომერი 15 წელია ხელმისაწვდომია

ბორის ჯონსონის ტელეფონის ნომერი 15 წელია ხელმისაწვდომია
ბორის ჯონსონის ტელეფონის ნომერი 15 წელია ხელმისაწვდომია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ტელეფონის ნომერი 15 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მობილური ტელეფონი 2006 წელს გამოქვეყნდა ანალიტიკური ცენტრის პრეს-რელიზში. აღმოჩნდა, რომ ჯონსონს ის დღემდე არ შეუცვლია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, სერ კირ სტარმერის განცხადებით, ეს სახუმარო სიტუაცია არაა და სახეზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.  სახაზინო კანცლერის, რიში სუნაკის განცხადებით კი, როგორც მისთვის ცნობილია უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი დაცული იყო.

ყველაფერთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს მაღალჩინოსნებმა ნომრის შეცვლა ურჩიეს, უცნობია გააკეთებს თუ  არა ამას ჯონსონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system