თავში

ბორის ჯონსონმა ქოლგა ვერ დაიმორჩილა - VIDEO

​ბორის ჯონსონმა ქოლგა ვერ დაიმორჩილა
ბორის ჯონსონმა ქოლგა ვერ დაიმორჩილა - VIDEO

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქოლგა ვერ დაიმორჩილა, რითიც ძალიან გაახალისა პრინცი ჩარლზი, რომელიც მის გვერდით იჯდა.

სასაცილო ინციდენტი ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების პატივსაცემად გაიმართა.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ იმართებოდა. მოულოდნელად გაწვიმდა და ბორის ჯონსონმა ქოლგის გახსნა სცადა, რომელიც არაფრით ემორჩილებოდა. როგორც კი ქოლგა გაიშალა, ქარმა ის ამოაბრუნა, რამაც გარშემომყოფების სიცილი გამოიწვია.

მცირე ხნიანი ბრძოლის შემდეგ ქოლგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, როგორც იქნა, დანებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system