თავში

ბორის ჯონსონმა რეგულაციების შემსუბუქება ბარში ლუდით აღნიშნა 

ბორის ჯონსონმა რეგულაციების შემსუბუქება ბარში ლუდით აღნიშნა 
ბორის ჯონსონმა რეგულაციების შემსუბუქება ბარში ლუდით აღნიშნა 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ხანგრძლივი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ფაბში წავიდა და ლუდი დალია. მედიის კამერებმა პრემიერი ქალაქ ვულვერჰემპტონის ბარში დააფიქსირეს, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ბორის ჯონსონი ფაბში წასვლას 12 აპრილს, შეზღუდვების შემსუბუქების პირველსავე დღეს გეგმავდა, თუმცა პრინცი ფილიპის გარდაცვალებამ ეს შემთხვევა გადაწია.

პრემიერ ბარში თან ბირმინგემის მერი ენდი სთრითი ახლდა.

დიდი ბრიტანეთში შემსუბუქების მეორე ეტაპი 12 აპრილს დაიწყო. ბარებმა, რესტორნებმა, მაღაზიებმა, სილამაზის სალონებმა, სპორტულმა დარბაზებმა და ბიბლიოთეკებმა, გარკვეული რეგულაციების დაცვით, ისევ განაახლეს მუშაობა. ბარებსა და რესტორნებში მომსახურება ღია სივრცეშია დაშვებული. გაიხსნა სკვერები და პარკები. შემსუბუქების მესამე ეტაპი 17 მაისიდან იგეგმება და ვარაუდობენ, რომ რესტორნები და ბარები კლიენტების მომსახურებას უკვე დახურულ სივრცეშიც შეძლებენ.

ვიდეო: No Comment TV

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system