თავში

ბოროტმოქმედმა პოლიციელი გაიტაცა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა

ბოროტმოქმედმა პოლიციელი გაიტაცა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა
ბოროტმოქმედმა პოლიციელი გაიტაცა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინის პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდირება მოახდინა, რომელმაც პოლიციელი გაიტაცა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

გატაცებისა და მუქარის დროს, სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. მძევალმა ყუმბარის აფეთქებამდე გადახტომა შეძლო და სიკვდილს გადაურჩა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პირველი შემხთვევა არ არის, როდესაც დამნაშავე რომან სკრიპნიკმა პოლიციელი გაიტაცა.  პირველად უკრაინულ პოლიციას მისი დაკავების მცდელობა დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა, როდესაც ბოროტმოქმედმა, გაქცევის მიზნით, პოლიციის პოლკოვნიკი მძევლად აიყვანა და უწყების ავტომობილით გაიქცა.

მოგვიანებით,  გატაცებული თავისსავე ავტომობილში დატოვა და ადგილიდან მიიმალა. ბოროტმოქმედის სამძებრო სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system