თავში

ბოსნია და ჰერცეგოვინას დაშლა ემუქრება

​ბოსნია და ჰერცეგოვინას დაშლა ემუქრება
ბოსნია და ჰერცეგოვინას დაშლა ემუქრება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარმა წარმომადგენელმა, კრისტიან შმიდტმა განაცხადა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება და კონფლიქტის დაბრუნების რეალური პერსპექტივა არსებობს. ამის შესახებ The Guardian წერს.

გაეროს მოხსენებაში კრისტიან შმიდტი ამტკიცებს, რომ თუ სერბი სეპარატისტები თავიანთ მუქარას აღასრულებენ და საკუთარ არმიას აღადგენენ, ეროვნული შეიარაღებული ძალების ორად გაყოფით, ადგილზე მეტი საერთაშორისო სამშვიდობოების გაგზავნა იქნება საჭირო, რათა ახალი ომის საშიშროება აღკვეთილი იყოს.

ახლა ბოსნიაში საერთაშორისო სამშვიდობო მოვალეობები ევროკავშირის 700-კაციან ძალებზე დაკისრებული. NATO სარაევოში ოფიციალურ შტაბ-ბინას ინარჩუნებს.

ორივე ორგანიზაციის წლიური მანდატები ამ კვირაში გაერო-ს უშიშროების საბჭოში განახლდება. აგვისტოში თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ მოხსენებაში შმიდტმა გააფრთხილა, რომ ბოსნია "ომის შემდგომი პერიოდის უდიდესი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system