თავში

Boston Dynamics-ის რობოტ ძაღლს კონკურენტი გამოუჩნდა

Boston Dynamics-ის რობოტ ძაღლს კონკურენტი გამოუჩნდა
Boston Dynamics-ის რობოტ ძაღლს კონკურენტი გამოუჩნდა

შვეიცარულმა კომპანია ANYbotics-მა ოთხფეხა რობოტი ANYmal შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch ავრცელებს. 

ANYmal-ი Boston Dynamics-ის რობოტის კონკურენტად განიხილება. ის შექმნილია ისეთი ადგილების შესამოწმებლად, სადაც არასასურველია ადამიანის ყოფნა. 

ANYmal-ს შეუძლია კიბეებზე ასვლა და ისეთ სივრცეებში გადაადგილება,სადაც ბორბლიანი მანქანები, ან ადამიანები ამას ვერ შეძლებენ. რობოტ ძაღლს შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო ავტონომიურად და ასევე დამოუკიდებლად დაუბრუნდეს დატენვის ადგილზე, როდესაც მისი აკუმულატორი დაიცლება. 

პროექტი საპილოტო ფაზაშია და კომპანია ჯერ მხოლოდ წინასწარ შეკვეთებს იღებს. რობოტების გაგზავნა მომხმარებლებისთვის 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system