თავში

ბოტსვანაში, მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი აღმოაჩინეს - PHOTO

​ბოტსვანაში, მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი აღმოაჩინეს
ბოტსვანაში, მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი აღმოაჩინეს - PHOTO

მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი ბოტსვანაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ Agence France-Presse წერს.

მისი წონა 1,174 კარატია. მას უსწრებს მხოლოდ ХХ-ე საუკუნეში მოპოვებული, სამხრეთაფრიკული ცნობილი "კულინანი", რომლის წონა 3,106 კარატია და იმავე მაღაროში 2019 წელს მოპოვებული "სეველო", რომლის წინა 1,758 კარატია.

უნიკალური ალმასი მაღაროს მფლობელმა, კანადურმა კომპანიამ Lucara Diamond Corp. ჯერ კიდევ 12 ივნისს მოიპოვა, თუმცა ბოტსვანას მთავრობას ის ოფიციალურად ოთხშაბათს წარუდგინეს.

”ეს ჩვენთვისაც და ბოტსვანასთვისაც ისტორიული აღმოჩენაა”, - განაცხადა პრეზენტაციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა ნასიმ ლაჰრიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system