თავში

ბოტსვანაში სპილოების სიკვდილი ტოქსინებმა გამოიწვია

ბოტსვანაში სპილოების სიკვდილი ტოქსინებმა გამოიწვია
ბოტსვანაში სპილოების სიკვდილი ტოქსინებმა გამოიწვია

ბოტსვანაში, წყალში წარმოქმნილმა ციანობაქტერიების ტოქსინებმა 300-ზე მეტი სპილო მოკლა. ამის შესაცებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომლებიც სპილოების სიკვდილის ფაქტს იძიებდნენ.

ციანობაქტერიები არის მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც გავრცელებულია წყალში და ნიადაგში. ყველა არ ქმნის ტოქსინებს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ის ბოლო პერიოდში ხშირად ვლინდება.

"სპილოების სიკვდილის მიზეზი ციანობაქტერიული ნეიროტოქსინებია. ეს არის წყალში აღმოჩენილი ბაქტერიები. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი, მაგალითად რატომ მხოლოდ სპილოები და რატომ ის ტერიტორია? ჩვენ გვაქვს მრავალი ჰიპოთეზა, რომელსაც ვიძიებთ", - განაცხადა მთავარმა ვეტერინარმა.

ველური ბუნების და ეროვნული პარკების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დახოცილი სპილოების რიცხვი 330-მდე გაიზარდა.

პარკების ხელმძღვანელობის თქმით, მკვდარი სპილოები წყლებთან ახლოს იპოვეს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ სპილოებს ბაქტერიები, შესაძლოა, საკვების ძიების დროს ჰქონდათ მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system