თავში

ბოტსვანაში სპილოების სიკვდილის კვლევის პირველი შედეგები ცნობილია - PHOTO

​ბოტსვანაში სპილოების სიკვდილის კვლევის პირველი შედეგები ცნობილია
ბოტსვანაში სპილოების სიკვდილის კვლევის პირველი შედეგები ცნობილია - PHOTO

ბოტსვანამ სპილოების მასობრივი დახოცვის გამოსაკვლევად ზიმბაბვეში გაგზავნილი კვლევის პირველი შედეგები უკვე მიიღო. ტესტირებამ პასუხი უნდა გასცეს 300-მდე სპილოს ერთდროულად დაღუპვის ფაქტს. ბოტსვანა ასევე ელოდება სამხრეთ აფრიკაში გაგზავნილი ნიმუშების კვლევის შედეგებს და პასუხებს მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროებს.

ქვეყნის ხელისუფლება დაუკავშირდა მეზობელი ზიმბაბვეს, ანგოლას, ნამიბიისა და ზამბიის ხელისუფლებას. მათი განცხადებით, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სპილოების დახოცვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სპილოები მხოლოდ ბოტსვანას ტერიტორიაზე დაიღუპა, თუმცა, თუ დროულად არ დადგინდა ცხოველების მასობრივად დაღუპვის მიზეზი, პროცესი, შესაძლოა, გაგრძელდეს და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც გადავიდეს.

პირველი ინფორმაცია სპილოების დაავადებისა და სიკვდილის შესახებ 11 მაისს გავრცელდა. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ბოტსვანაში 260 სპილო ბოლო 3 თვის განმავლობაში იდუმალ ვითარებაში დაიღუპა.

რადგან დაღუპული ცხოველები ერთ ტერიტორიაზე, ჯგუფურად იპოვეს, ბრაკონიერობის შემთხვევა გამოირიცხა. გამოძიების კვალდაკვალ ითქვა, რომ ციმბირის წყლული, ან ბრაკონიერების მიერ ცხოველების მოწამლვა სპილოების სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა. გამოძიება გრძელდება.

ბოტსვანაში 130 000 აფრიკული სპილო ცხოვრობს. ეს კონტინენტზე სპილოების ერთ-ერთი ყევლაზე დიდი რეზერვაციაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც 360 სპილო დაიღუპა, ბოტსვანას სპილოების 10 % პროცენტი ბინადრობს. 

აფრიკული სპილოები გარემოს დაცვის წითელ წიგნშია შეტანილი. 2007- 2014 წლებში მათი რიცხვი 144 000-ით, ანუ 30%-ით შემცირდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system