თავში

ბრანდერბურგის კარიბჭესთან საზეიმო ღონისძიებები იმართება

​ბრანდერბურგის კარიბჭესთან საზეიმო ღონისძიებები იმართება
ბრანდერბურგის კარიბჭესთან საზეიმო ღონისძიებები იმართება

ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან საზეიმო ღონისძიებები იმართება. გერმანია დღეს ქვეყნის გაერთიანების 29-ე წლისთავს აღნიშნავს. გერმანიაში „ერთიანობის დღე“ ეროვნული დღესასწაულია.

მოქალაქეები გერმანიის ყველა კუთხიდან დილიდან ბრანდერბურგის კარიბჭესთან იკრიბებიან. 1990 წლის 3 ოქტომბერს, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწის გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალურად გაერთიანების შემდეგ, ორ ნაწილად გაყოფილი ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს სწორედ აქ შეხვდნენ.

საზეიმო ღონისძიებები მთელი გერმანიის მასშტაბით იმართება. მათ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system