
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 30 830 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით 35 026 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 005 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელდა 302,084 პაციენტი.