თავში

ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 24 000-ს აჭარბებს

ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 24 000-ს აჭარბებს
ბრაზილიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 24 000-ს აჭარბებს

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 16 324 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 391 222-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსისგან უკვე დაიღუპა 24 512 ადამიანი, მათ შორის, 1 039 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 158 593 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system