
ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ით 1 200 ადამიანი გარდაიცვალა და 54 771 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 032 913-მდე გაიზარდა. კორონავირუსით სულ 48 954 ადამიანი დაიღუპა.
გამოჯანმრთელდა 520 360 პაციენტი.