თავში

ბრაზილიაში დედა ორ შვილს კანაფის მოწევას აიძულებს - VIDEO

ბრაზილიაში დედა ორ შვილს კანაფის მოწევას აიძულებს
ბრაზილიაში დედა ორ შვილს კანაფის მოწევას აიძულებს - VIDEO

ბრაზილიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ დედამ ორ შვილს კანაფის მოწევა აიძულა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ვიდეოკადრებში ჩანს ქალი, რომელიც ბავშვების თანდასწრებით ჯერ თვითონ ეწევა კანაფს, შემდეგ მის ორ ბავშვს აიძულებს, მოწიონ ის, თუმცა გოგონა უარს ამბობს მის მოწევაზე. მათ გვერდზე მყოფი მამაკაცი სხვადასხვა სახის გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნება ბავშვებს.

პოლიციამ თხოვნით მიმართა ყველას, ვინც ინფორმაციას ფლობს კონკრეტული ოჯახის შესახებ, დაუყონებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურს, რათა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოხდეს.

უცნობია, როდის გადაიღეს ვიდეო. მას სოციალურ ქსელში ხალხის კრიტიკა მოჰყვა.

ექიმების თქმით, კანაფის მოხმარება ბავშვებში სხვადსხვა სახის ქცევით პრობლემებს იწვევს, მათ შორისაა ჰიპერაქტიურობა და ყურადღების გაფანტვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system