თავში

ბრაზილიაში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციას აპროტესტებენ - PHOTO - VIDEO

ბრაზილიაში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციას აპროტესტებენ
ბრაზილიაში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციას აპროტესტებენ - PHOTO - VIDEO

ბრაზილიის მოსახლეობა კორონავირუსის წინააღმდეგ საყოველთაო ვაქცინაციას აქციებით აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ საცდელი კურდღლები არ არიან. სავალდებულო იმუნიზაციის წინააღმდეგია პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც. იგი აცხადებს, რომ ვაქცინაცია არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი უნდა იყოს. პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს სან-პაულუს გუბერნატორი ჟოაო დორია და აცხადებს, რომ ვაქცინაცია ბრაზილიის ყველა მოქალაქეს უნდა ჩაუტარდეს.

სან-პაულუში, გუბერნატორ ჟოაო დორიას მხარდაჭერით, ჩინური Sinovac Biotechc -ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. გასულ თვეში ჯანდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაქცინის წარმატებით დასრულებისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში 46 მილიონ დოზას შეიძენენ. ამ ინიციატივას არ დაეთანხმა პრეზიდენტი. ბოლსონარუს თქმით, ბრაზილიაში ძალიან იზრდება ჩინური ინვესტიციების წილი და ის ჩინური ვაქცინის შესყიდვა არ აპირებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ. ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 5, 5 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კი ბრაზილია მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system