თავში

ბრაზილიაში მიმალვაში მყოფი იარაღებით მოვაჭრე დააკავეს - VIDEO

ბრაზილიაში მიმალვაში მყოფი იარაღებით მოვაჭრე დააკავეს
ბრაზილიაში მიმალვაში მყოფი იარაღებით მოვაჭრე დააკავეს - VIDEO

ბრაზილიაში, ცნობილი იარაღებით მოვაჭრე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

პოლიციამ, ჟაო ფელიპე ბარბიერი რიო-დე-ჟანეიროს მეზობლად მდებარე ქალაქ ნიტეროის დასახლებებში იპოვა და დააკავა. 

აღსანიშნავია, რომ ის 2017 წელსაც დააკავეს და სასამართლომ მას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ყალბი დოკუმენტაციის დახმარებით, ციხიდან გამოვიდა და 2020 წლის ნოემბრიდან მიმალვაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system