თავში

ბრაზილიაში შვიდსართულიანი შენობა ჩამოინგრა - VIDEO

ბრაზილიაში შვიდსართულიანი შენობა ჩამოინგრა
ბრაზილიაში შვიდსართულიანი შენობა ჩამოინგრა - VIDEO

ბრაზილიაში შვიდსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ინციდენტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ფორტალეზაში მოხდა.

ადგილობრივი ტელეკომპანია „გლობოს“ მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავდა ორი პირი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 15-მდე ადამიანი იყოს.

მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. რაიონში შეფერხებულია ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system