თავში

ბრაზილიაში ტყის უკანონო ჩეხვის რეიდისას ერთი ადამიანი მოკლეს

ბრაზილიაში ტყის უკანონო ჩეხვის რეიდისას ერთი ადამიანი მოკლეს
ბრაზილიაში ტყის უკანონო ჩეხვის რეიდისას ერთი ადამიანი მოკლეს

ბრაზილიის შტატ რორაიმაში ტყის უკანონო ჩეხვის წინააღმდეგ განხორციელებული რეიდისას ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, მათ თანამშრომლებთან ერთად ადგილზე სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც არალეგალურად გაკაფული ტყის ზონა იპოვეს. ადგილზე იყო ორი პირი, რომლებმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბრაზილიაში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მკვლელობები ხშირი მოვლენაა. 2016 წელს ასეთივე ტიპის რეიდისას ერთი პოლიციელი მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system