თავში

ბრაზილიაში წვიმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

​ბრაზილიაში წვიმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში წვიმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ბოლო დღე-ღამის ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ მინას-ჟერაისში ძლიერი წვიმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პორტალი UOL ავრცელებს.

ამრიგად, რეგიონში 1 ოქტომბრის ნესტიანი სეზონის დაწყებიდან სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, თითქმის 14 ათასი ევაკუირებული იყო. ძლიერმა წვიმამ, წყალდიდობამ და ღვარცოფმა შტატის მასშტაბით 112 საავტომობილო გზა გადაკეტა.

უხვი ნალექები ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ზაფხულში (დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე) სეზონურია და ყოველწლიურად სხვადასხვა ხარისხის ინტენსივობით მეორდება. ისინი ამაზონის ეკვატორული ტყეებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ატლანტის ოკეანისკენ თბილი ნოტიო ჰაერის გადაადგილებით არის გამოწვეული. 2020 წლის იანვარში სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში 66 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system