თავში

ბრაზილიის 58 ქალაქმა COVID-19-ის გამო კარნავალი გააუქმა

​ბრაზილიის 58 ქალაქმა COVID-19-ის გამო კარნავალი გააუქმა
ბრაზილიის 58 ქალაქმა COVID-19-ის გამო კარნავალი გააუქმა

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების გამო, ბრაზილიის ორმოცდაათზე მეტმა ქალაქმა კარნავალის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Xinhua ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრაზილიის, სულ მცირე, 58 ქალაქმა გადაწყვიტა, COVID-19-ის გავრცელების რისკის გამო, წლევანდელი კარნავალი გააუქმოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქალაქს, რომლებმაც კარნავალი გააუქმეს, სერიოზული ფინანსური პრობლემებიც აქვს.

„კარნავალის დროს ხალხი მთელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან გვესტუმრება. პანდემიით გამოწვეული მთელი ტანჯვის შემდეგ ჩვენ ასე ვერ გავრისკავთ", - განაცხადა ქალაქ ფრანკოს მერმა, ალექსანდერ ფერეირამ.

ამავდროულად, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლებამ, სადაც ყველაზე ცნობილი ბრაზილიური კარნავალი იმართება, დაადასტურა, რომ ღონისძიება წელს გაიმართება. 

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ბრაზილია ამჟამად მესამე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან აქ COVID-19-ის 22 038 731 შემთხვევა გამოვლინდა, 613 240 ადამიანი გარდაიცვალა, 21 247 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system