თავში

ბრაზილიის ამაზონის სულ მცირე 60 აბორიგენი კორონავირუსით გარდაიცვალა

​ბრაზილიის ამაზონის სულ მცირე 60 აბორიგენი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბრაზილიის ამაზონის სულ მცირე 60 აბორიგენი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ბრაზილიის ამაზონის სულ მცირე 60 აბორიგენი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრაზილიის ამაზონის მკვიდრი ერების ორგანიზაციების კოორდინაციაში (COIAB) განაცხადეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისთვის ამაზონის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების 212 დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 60 ფაქტი ფიქსირდება.

ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ლეტალური შედეგები დაფიქსირდა ბარეს, კოკამის, მაკუშის, მუდურუკის და ტემბეს ერებში. ჯამში COVID-19 ბრაზილიის ამაზონის 23 ერის წარმომადგენლებში გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system