თავში

ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელის დანიშვნა გაუქმდა - განახლებულია

ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელის დანიშვნა გაუქმდა
ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელის დანიშვნა გაუქმდა - განახლებულია

ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრი მორაესმა ქვეყნის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელად ალეშანდრი რამაჟენის დანიშვნა გააუქმა. ამის შესახებ გაზეთი Folha de S.Paulo წერს.

12:50 

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ფედერალური პოლიციის უფროსად ოჯახის მეგობარი დანიშნა. 48 წლის ალექშანდრი რამაჟენი 2018 წლიდან პოლიტიკოსის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავდასხმა მოხდა.

რამაგენი ფედერალური პოლიციის რიგებს 2005 წელს შეუერთდა. 2019 წლის ივლისიდან ის ბრაზილიის სადაზვერვო სამსახურებს ხელმძღვანელობდა.

24 აპრილს ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი მაურისიო ვალეისო თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი სერჟიუ მორო თანამდებობიდან გადადგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system