თავში

ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა - განახლებულია

ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა - განახლებულია

ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი სერჟიუ მორო თანამდებობიდან გადადგა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მიზეზი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან არსებული უთანხმოებაა, რომელის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელობის შეცვლას უკავშირდება. მან ბოლსონარუ უწყების მუშაობაში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის კორუფციულ სკანდალებს იძიებს.

"მე ვალდებული ვარ, ვცადო ფედერალური პოლიციის დაცვა. მე ვეძებდი ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, რომ პანდემიის დროს პოლიტიკური კრიზისი აგვერიდებინა, მაგრამ მივხვდი, რომ კანონის უზენაესობის იგნორირებას ვერ მოვახდენდი", - განაცხადა მორომ. 

17:03

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი მაურისიო ვალეისო თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის ლიდერს არ დაუსახელებია.

სააგენტო Reuters წერს, რომ მანამდე ბოლსონარუს კონფლიქტი ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან, სერჟიუ მოროსთან, რომელმაც ვალეისო თანამდებობაზე დანიშნა. მორო გადადგომას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ დარჩებოდა, თუკი პოლიციის ხელმძღვანელის შემცვლელის პოვნას შეძლებდა.

Reuters წერს, რომ მორო მინისტრთა კაბინეტის ყველაზე პოპულარული წევრია და მისი წასვლა ბოლსონარუს დაპირებას კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ძლიერად დაარტყამს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system