თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი ჯანმო-ს დატოვებით იმუქრება

ბრაზილიის პრეზიდენტი ჯანმო-ს დატოვებით იმუქრება
ბრაზილიის პრეზიდენტი ჯანმო-ს დატოვებით იმუქრება

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება. გამოცემა France Presse-ის ცნობით, ბოლსონარუ ჯანმო-ს იდეოლოგიურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ეს განცხადება ჟაირ ბოლსონარუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ბოლსონარუმ მედიასთან საუბარისას აღნიშნა, რომ ბრაზილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის საკითხს განიხილავს.

"აშშ-მა უკვე დატოვა ორგანიზაცია, ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჩვენც გავიხილავთ. თუ ორგანიზაცია იდეოლოგიური მიუკერძოებლობის გარეშე არ იმუშავებს მას ჩვენც დავტოვებთ", - განაცხადა ბოლსონარუმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system