თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს

ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს
ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებას არ აპირებს.

"მე ვაქცინას არ ჩავიტარებ. საფრთხე ემუქრება ჩემს სიცოცხლეს? ეს არის ჩემი პრობლემა", - განაცხადა მან.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს და ის მხოლოდ ადამიანის სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული. გარდა ამისა, ბოლსონარუმ ეჭვქვეშ დააყენა პირბადის ტარების ეფექტურობა, როგორც COVID-19-ისგან დაცვის საშუალება.

ივლისის დასაწყისში ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა პოლიტიკოსი ერთი კვირის შემდეგ სამსახურში გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ის, სულ მცირე, 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 183 ათასი პაციენტი და 6 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system