თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ხანძრების დაფინანსებაში ადანაშაულებს

​ბრაზილიის პრეზიდენტი დიკაპრიოს ამაზონის ხანძრების ადანაშაულებს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ხანძრების დაფინანსებაში ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მსახიობი და გარემოსდამცველი ლეონარდო დიკაპრიო იმ ორგანიზაციებს აფინანსებს, რომელიც ამაზონის ტყეში ხანძრების გაჩენაშია დამნაშავე.

„ეს დიკაპრიო მაგარი ბიჭია არა? მან ამაზონისთვის ცეცხლის წაკიდებაში ფული გადაიხადა“, - განაცხადა ბოლსონარუმ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, მსახიობი „ბრაზილიის საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანიის“ მონაწილეა.

პრეზიდენტის ეს განცხადება ოთხი მოხალისე მეხანძრის დაკავებას მოჰყვა, რომელსაც ბრალად ხანძრის გავრცელებაში მონაწილეობის მიღება ედება. გამომძიებელთა ინფორმაციით, ისინი ფოტოებს იღებდნენ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიზნით უგზავნიდნენ.

ბრალდებებს უარყოფს გარემოსდამველი ორგანიზაციები. ისინი ამბობენ, რომ ბრაზილიის მთავრობა მათი დაშინებითაა დაკავებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system