თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევის დააჯარიმეს

ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევის დააჯარიმეს
ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევის დააჯარიმეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი ხალხმრავალ შეკრებაზე პირბადის გარეშე გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით შეკრებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 

ამასთან, ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მონაწილეობით შეკრება მას შემდეგ შედგა, რაც იმ რეგიონში კორონავირუსის "ინდური" შტამის ექვსი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში COVID-19-ის 16 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 448 ათასს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system