თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი რესტორანში არ შეუშვეს - PHOTO

​ბრაზილიის პრეზიდენტი რესტორანში არ შეუშვეს
ბრაზილიის პრეზიდენტი რესტორანში არ შეუშვეს - PHOTO

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში არ შეუშვეს, რადგან მას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრაზილიის მეთაური აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება. ორგანიზაციის შენობაში შესასვლელად ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა აუცილებელი არ არის, თუმცა ნიუ-იორკის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ვაქცინაციის მოწმობის გარეშე არ უშვებენ.

ამის გამო ბრაზილიის პრეზიდენტს ჭამა ქუჩაში მოუწია.

ფოტო: Reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system