თავში

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია დასასრულს უახლოვდება

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია დასასრულს უახლოვდება
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია დასასრულს უახლოვდება

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. 

გამოცემის ცნობით, თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სან-პაულოს შტატის გუბერნატორი ჯოაო დორია ახსენა, რომელთანაც ჩინური კომპანია "სინოვაკის" ვაქცინის გამო, ბოლო პერიოდის განმავლობაში უთანხმოება აქვს.

"პანდემია სრულდება. დორიას სურს ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს, რადგან პანდემია მალე თავისით დასრულდება, ის კი გამოვა და იტყვის:" ყველაფერი ჩემი ვაქცინის წყალობით დასრულდა", სინამდვილეში კი რაც დასრულდება მისი მმართველობა იქნება”, - განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ. 

ცნობისთვის, ჩინური კომპანია "სინოვაკი" ბრაზილიისათვის 40 მილიონი დოზის ვაქცინის მიწოდებას გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system