თავში

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა
ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ CNN Brasil-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

65 წლის ბოლსონარუს თქმით, მისი ტემპერატურა 38 გრადუსამდე გაიზარდა, ხოლო ჟანგბადის დონე 96% -მდე შემცირდა. შესაბამისად, იგი ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობს.

კორონავირუსის სიმპტომების გამო, მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის ყველა შეხვედრა გაუქმებულია.

ბოლსონარუ კორონავირუსის ტესტის შედეგებს დღეს ელოდება. მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის შედეგად მის ფილტვებში პრობლემები არ გამოვლენილა. 

მანამდე ბოლსონარუმ კორონავირუსს "მცირე გრიპი" უწოდა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები გადაჭარბებულად შეაფასა. პანდემიიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხზე პრეზიდენტთან უთანხმოების გამო, თანამდებობა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა დატოვა. ახლა მინისტრის მოვალეობას შეიარაღებული ძალების გენერალი ედუარდ პაზუელი, ასრულებს, რომელსაც სამედიცინო განათლება არა აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system