თავში

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის ბრალდებებს უპასუხა

​ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის ბრალდებებს უპასუხა
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის ბრალდებებს უპასუხა

ჰოლივუდელი მსახიობი ბრეტ პიტი ყოფილი ცოლის, ანჯელინა ჯოლის ახალი ბრალდებებით გულდაწყვეტილია. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით New York Post წერს.

ინსაიდერის ცნობით, 57 წლის მსახიობი "გულგატეხილია", რომ ყოფილმა ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა.

"გაყრის შემდეგ წყვილს ნეგატიური ემოციები დარჩა, თუმცა ბრედმა თავის მოქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო, წარსულის შეცდომები აღიარა და ალკოჰოლის მიღება შეწყვიტა", - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, ანჯელინა ჯოლის განცხადებების მიზანი ბავშვებზე მეურვეობის სასამართლო პროცესზე გავლენის მოპოვებაა.

"ბრედი თვლის, რომ ამ გზით მას საკუთარ ბავშვებს აშორებენ, რითიც ძალიან დამწუხრებულია", - განაცხადა ინსაიდერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ჯოლის ბრეტ პიტის მხრიდან ძალადობის ფაქტების დამტკიცება შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system