თავში

ბრედ პიტმა ბაიდენის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გაახმოვანა

ბრედ პიტმა ბაიდენის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გაახმოვანა
ბრედ პიტმა ბაიდენის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გაახმოვანა

ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გაახმოვანა. ამის შესახებ CNN წერს.

პიტის მიერ გახმოვანებული 60-წამიანი ვიდეორგოლი ბეისბოლის მთავარი ლიგის თამაშის დროს გაუშვეს.

ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ბრედ პიტი ამბობს, რომ ამერიკას სჭირდება ადამიანი "ვისაც ესმის მათი იმედები, ოცნებები და ტკივილი. რომელიც მათ მოუსმეnს და დაეხმარება, ვინც მათ გააერთიანებს. რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება უკეთესი გახდეს. ვინც თვალებში შემოგხედავთ, პატივისცემით მოგეპყრობათ და სიმართლეს გეტყვით. ვინც მძიმედ იმუშავებს იმ ხალხისთვის, რომელმაც მას მისცა ხმა და ასევე მათთვის, ვისაც ხმა მისთვის არ მიუცია. ის, ვინც იქნება პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის".

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. 

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტებად მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი მოიაზრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system