თავში

ბრიტანელ მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად

ბრიტანელ მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
ბრიტანელ მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად

დიდ ბრიტანეთში რვა ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მედდა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს.

ლუსი ლეტბის ჩესტერის საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში, ერთი წლის განმავლობაში, ახალ დაბადებული ხუთი ბიჭისა და სამი გოგონას მკვლელობა ედება ბრალად.

იგი 2019 წელს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა მას კიდევ ცხრა ჩვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

მის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წელს, საავადმყოფოში მის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემდეგ დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იმ პერიოდში, როდესაც ლუსი ლეტბი საავადმყოფოში მუშაობდა, 2015 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე პერიოდში, ჩესტერის  კლინიკაში ბავშვთა სიკვდილიანობა 10 პროცენტით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system