თავში

ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს

ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს
ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს

Observer-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ხოლო 40% მის თანამდებობაზე დარჩენას ემხრობა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირება საკმარისად სწრაფი არ აღმოჩნდა.

ამასთან, ბრიტანელების 45% პანდემიის მიმართ პრემიერის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არ იწონებს, ხოლო 35% მის ქმედებებს ემხრობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system