თავში

ბრიტანელი დეპუტატი უხამსი საქციელისთვის ბოდიშს იხდის

​ბრიტანელი დეპუტატი უხამსი საქციელისთვის ბოდიშს იხდის
ბრიტანელი დეპუტატი უხამსი საქციელისთვის ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის მმართველო კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ჯეიმს გრანდი 13 წლის წინ ჩადენილი უხამსი საქციელისთვის ბოდიშს იხდის. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

2007 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გრანდი პოლიტიკით დაკავდებოდა, მან ერთ-ერთ პაბში შარვალი ჩაიხადა და იქ შეკრებილების წინ წელს ქვემოთ შიშველი წარსდგა.

ვიდეო ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა და ბრიტანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

პაბი ლუტონში მდებარეობდა, რომელიც გრანდის საარჩევნო ოლქში შედის.

დეპუტატმა საზოგადოებას "ნებისმიერი მიყენებული წყენისთვის" საჯაროდ ბოდიში მოუხადა.

კონსერვატიულ პარტიაში ამასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.

ჯეიმს გრანდი პარლამენტის წევრად 2019 წელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system