თავში

ბრიტანელი ექიმების თქმით, D ვიტამინის ნაკლებობა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს

ბრიტანელი ექიმების თქმით, D ვიტამინის ნაკლებობა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს
ბრიტანელი ექიმების თქმით, D ვიტამინის ნაკლებობა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს

ბრიტანელი ექიმების თქმით, D ვიტამინის უკმარისობისას ადამიანს აღენიშნება ტკივილი მენჯის არეში, წელის არეში, ფეხებში, თეძოებსა და ნეკნებში. ტკივილი აუტანელი ხშირად ღამის პერიოდშია ან ძვლებზე ზეწოლისას. ოფიციალურად დადგენილია, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას ძვლების დარბილება შესამჩნევი ხდება.

ადრეულ ეტაპზე დაავადება შეიძლება სიმპტომების გარეშე განვითარდეს. მისი დადგენა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენის ან დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისას.

ექსპერტები ადამიანებს აფრთხილებენ, რომ პათოლოგია საშიშია მოხუცებისთვის, რადგან ის იწვევს მოტეხილობებს და ოსტეოპოროზის მიზეზი ხდება. ექიმების რეკომენდაციით, D ვიტამინის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყოველდღიური პროფილაქტიკური მიღება. მისი სწორი გამოყენება ძვლის სიმკვრივეს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ D ვიტამინის მიღება საჭიროა ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ექიმების თქმით, კონკრეტული ვიტამინი ინფიცირების რისკს ამცირებს, რადგან ეს ვიტამინი იმუნურ სისტემას ასტიმულირებს.

ვიტამინი D არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფი. D ვიტამინის მთავარი მიზანი ადამიანის ორგანიზმში არის მცირე ნაწლავში საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვის უზრუნველყოფა. რიგი კლინიკური კვლევების თანახმად, მცირეწლოვან ბავშვებში ქრონიკული D ვიტამინის უკმარისობა უკავშირდება მომავალში სხვადასხვა დაავადების განვითარების დიდ რისკებს როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, აუტოიმუნური დაავადებები, სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფსორიაზი, ატოპიური დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system